პრესრელიზი
7 ნოემბერი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფიო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248
+995 77 720 144
sbalavadze@bog.ge
„საქართველოს ბანკმა" ახალი სერვისცენტრი გახსნა
თბილისი, 7 ნოემბერი, 2011 - "საქართველოს ბანკმა", საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს გახსნა პირველი სერვისცენტრი ონში, აღმაშენებლის ქ. #46, რის შედეგადაც კიდევ უფრო გააფართოვა ბანკის სერვისცენტრების ქსელი საქართველოს რეგიონებში. ახალ სერვისცენტრში 15 თანამშრომელი დასაქმდა.
"საქართველოს ბანკის" ახალი სერვისცენტრი თანამედროვე სტანდარტების თანახმადაა მოწყობილი და მომხმარებელს მარტივ და სწრაფ მომსახურებას სთავაზობს. სერვისცენტრში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს საბანკო მომსახურების სრული სპექტრი.
"საქართველოს ბანკს" ქვეყნის მასშტაბით უკვე 147 სერვისცენტრი აქვს, რომელიც განთავსებულია მომხმარებლისთვის ყველაზე ხელსაყრელ ადგილებში. სერვისცენტრების თანამედროვე მოწყობა და აღჭურვა მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ და სწრაფ მომსახურებას.